იტალიელი რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:27 | 26.11.2018
ნანახია: 126

იტალიელი კონორეჟისორი და დრამატურგი ბერნარდო ბერტოლუჩი რომში, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბერტოლუჩი ცნობილია ფილმებით„კონფორმისტი“, „უკანასკნელი ტანგო პარიზში“, „მეოცე საუკუნე“, „უკანასკნელი იმპერატორი“, „მეოცნებენი“, „ალყა“ და სხვა.

რეჟისორის შემოქმედება მრავალი კინემატოგრაფიული ჯილდოთი აღინიშნა. მისმა ფილმმა „უკანსასკნელი იმპერატორი“ 1988 წელს „ოსკარის“ ცხრა პრემია დაიმსახურა. ის ასევე მფლობელია „ოქროს გლობუსის“, BAFTA-ს, ბერლინისა და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების, ასევე კანის კინოფესტიავალის პრემიების. 2013 წელს ბერტოლუჩის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

2014 წელს რომში გამართულ ნობელის პრემიიის ლაურეატების მე-14 სამიტზე ბერტოლუჩი ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლისისათვის პრემიით დააჯილდოვეს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე