თბილისში სროლას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:55 | 26.11.2018
ნანახია: 665

თბილისში, მუხიანში, სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარება) მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე