სოფელ ქვეშში 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს - ცხედარს თვალები აქვს დათხრილი

საქართველო, თბილისი - 12:31 | 23.11.2018
ნანახია: 814

სასტიკი მკვლელობა მოხდა ბოლნისის რაიონის სოფელ ქვეშში. ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის  ინფორმაციით, 70 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს, ყელზე თოკი მოაბეს და ცხედარი სახლიდან ტყეში წაიღეს. მას თვალები აქვს დათხრილი.

ცხედარი ტყეში მწყემსმა, ნახევრად შიშველ მდგომარეობაში იპოვა. სასტიკი მკვლელობა ბოლნისის რაიონში სავარაუდოდ 2 დღის წინ მოხდა. მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა კი, ტყის მიმდებარედ იპოვეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე დაათვალიერეს სახლი და ტყეში ის ადგილი, სადაც ცხედარი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე