11 წლის გოგონას სიმაღლე 2 მეტრსა და 8 სმ-ს შეადგენს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:37 | 22.11.2018
ნანახია: 1419

ჩინეთში იპოვეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი 11 წლის გოგონა, რომლის სიმაღლეც 2 მეტრსა და 8 სმ-ს შეადგენს. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.

ჩჟან ცზიიუი ქალაქ ცზინანში ცხოვრობს. ის მექვსეე კლასში სწავლობს და კალათბურთელობაზე ოცნებობს. დედამისი ჩინეთის კალათბურთის ნაკრებში თამაშობდა, ახლა კი ადგილობრივი გუნდის ტრენერია. იმის მიუხედავად, რომ გოგონა დიდ დროს ვარჯიშს უთმობს, კარგად სწავლობს, დადის მუსიკისა და ცეკვის წრეებზე.

ჩჟანის მშობლების სიმაღლე 180 სანტიმეტრს შეადგენს, ამიტომაც მათ არ გაკვირვებიათ, როდესაც 6 წლის ასაკში გოგონას სიმაღლემ 160 სანტიმეტრს მიაღწია.

თანაკლასელები გოგონას მიმართ კეთილგანწყობილნი არიან და ხშირად სთხოვენ ხელში აყვანას. ჩინელი მეექვსეკლასელის სიმაღლე ჩვეულებრივად დაახლოებით 137 სანტიმეტრია.

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ყველაზე მაღალი გოგონა 12 წლის სოფი ჰოლინსია, რომელიც ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონში ცხოვრობს. მისი სიმაღლე 188 სანტიმეტრია. უცნობია, ჩჟანის ოჯახი დაარეგისტრირებს თუა არა ახალ რეკორდსმენად თავის გოგონას.  

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე