40 წლის მამაკაცი 20 მეტრის სიმაღლის ხიდიდან გადავარდა

საქართველო, თბილისი - 13:57 | 08.12.2015
ნანახია: 1501

ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. მშენებლობაზე დასაქმებული 40 წლის მამაკაცი 20 მეტრის სიმაღლის მშენებარე ხიდიდან გადავარდა და მძიმე დაზიანებების გამო, ადგილზე გარდაიცვალა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
შემთხვევა გუშინ მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე