რობერტ დე ნირო ცოლს გაშორდა

საქართველო, თბილისი - 14:37 | 21.11.2018
ნანახია: 2072

ჰოლივუდის მსახიობი რობერტ დე ნირო თავის ცოლს გრეის ჰაითაუერს გაშორდა. ამის შესახებ New York Post-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის წყაროს თქმით, წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს და უახლოეს ხანებში განქორწინების შესახებ განცხადების გაკეთებას აპირებს.

დე ნირო და ჰაითაუერი 20 წლის წინ, ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ. ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ გაიყარნენ, თუმცა მალე ისევ შერიგდნენ. 1998 წელს მათ ვაჟი ელიოტი, 2011 წელს კი ქალიშვილი ჰელენი შეეძინათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე