ბილაინი დღეიდან საახალწლო აქციას იწყებს

საქართველო, თბილისი - 13:20 | 08.12.2015
ნანახია: 5522

   მობილური ოპერატორი ბილაინ,  დღეიდან საახალწლო აქციას აცხადებს. აქციის ფარგლებში აბონენტს საშულება ექნება LTE სმართფონი ZTE Beeline pro საუკეთსო ფასად 230 ლარად (ან განვადება 19,17 ლარად თვეში ) შეიძინოს და გადახდილი თანხა შეძენისთანავე სრულად დაუბრუნდება ანგარიშზე.

აქცია 15 იანვრამდე გაგრძელდება. აქციის პერიოდში ბილაინის ნებისმიერ ოფისში ZTE Beeline pro-ს შეძენისას აბონენტს ბალანსზე დაუჯდება 230 ლარი. მოცემული თანხის დახარჯვა შესაძლებელია ბილაინის შიდა ქსელში ზარებზე, სმსებსა და ინტერნეტზე 2016 წლის განმავლობაში.

ბონუსის შემოწმება შესაძლებელია კომბინაციით *140#

„ჩვენ დღეს ახალი ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ,სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლის სწრაფი,მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებების არსებოსა. ამიტომაც ბილაინის აბონენტებს ვაძლევთ საშუალებას   საახალწლო აქციის ფარგლებში საუკეთესო ფასად, შეიძინონ LTE სმართფონი და დახარჯული თანხა თვითონვე გამოიყენონ მეოთხე თაობის სწრაფი ინტერნეტის სარგებლობისთვის. ჩვენ აბონენტებს მომავალშიც   საინტერესო სიახლეებს ვპირდებით.“- აღნიშნა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, ლაშა ტაბიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე