ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება

საქართველო, თბილისი - 11:10 | 21.11.2018
ნანახია: 1391

ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. პლეი ოფის პირველი შეხვედრა 2019 წლის მარტში "დინამო არენაზე" ჩატარდება.

კოსოვომ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში აზერბაიჯანი 4:0 დაამარცხა, რითაც გატანილი და გაშვებული ბურთების მაჩვენებლით ბელარუსს აჯობა. შესაბამისად, D დივიზიონიდან ნახევარფინალისტებს შორის ყველაზე უარესი შედეგი ბელარუსმა დააფიქსირა.

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების მატჩის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გაირკვევა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე