არნახული მასშტაბები მიიღო ამომრჩევლის დაშინებამ, დატერორებამ, მუქარამ - გრიგოლ ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 13:09 | 20.11.2018
ნანახია: 668

 

არნახული მასშტაბები მიიღო ამომრჩევლის დაშინებამ. მოსყიდვასაც კი აღარ ცდილობენ, - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც წყნეთისა და ტაბახმელის მოსახლეობას შეხვდა.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კოალიციური მთავრობა სწრაფი ნაბიჯებით შეუდგება ეკონომიკის გაჯანსაღებას, რის შედეგადაც პენსია 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასი 1000 ლარამდე, პოლიციელის ხელფასი კი 2000 ლარამდე გაიზრდება.

„ტაბახმელაში ვიმყოფებით და არნახული მასშტაბები მიიღო ამომრჩევლის დაშინებამ. მოსყიდვასაც კი აღარ ცდილობენ, აი, პირდაპირ დაშინებამ, დატერორებამ, მუქარამ, რომ მოუხსნიან სოციალურ დახმარებას. სოციალურად დაუცველებს სასადილოებიდანაც კი ხსნიან. ლარ-ნახევრით კვებავენ დღეში და ამიდანაც კი ხსნიან, ვერ წარმომიდგენია! ამისთანა ამაზრზენი ხელისუფლება, კრიმინალური, კორუმპირებული ერთდროულად საქართველოს არასდროს არ ჰყოლია. აუცილებლად მოვიგებთ ჩვენ ამ არჩევნებს!“,- აცხადებს ვაშაძე

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე