“ქართული ოცნება” სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მიმართვას არ უერთდება

საქართველო, თბილისი - 13:10 | 08.12.2015
ნანახია: 1453

სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით შემუშავებულ მიმართვას, რომელიც ევროსტურქტურებს უნდა გადაეგზავნოთ, „ქართული ოცნება“ არ უერთდება.

„პრაიმნიუსჯორჯიას“ ინფორმაციით, მიმართვას ხელი ყველა დანარჩენმა პარტიამ უკვე მოაწერა და მათ შორის არის მმართევლ კოალიციაში შემავალი „რესპუბლიკური პარტიაც“. თუმცა, კოალიციის ძირითადი პარტია ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს. მათი უარის ოფიციალური მიზეზი უცნობია.

საკითხის ინიციატორები ამბობენ, დოკუმენტი ევროსტრუქტურებს მათი ხელმოწერის გარეშე მაინც გაეგზავნება.

სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიები მიმართვის ერთობლივ ტექსტს ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოს და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს უახლოეს პერიოდში გაუგზავნიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე