გერმანია-ჰოლანდიის მატჩის მთავარი არბიტრი საფინალო სასტვენის შემდეგ დედის გარდაცვალების გამო ატირდა

საქართველო, თბილისი - 12:30 | 20.11.2018
ნანახია: 1300

ერთა ლიგის ჯგფურ ეტაპზე გერმანია-ჰოლანდიის მატჩის მთავარი არბიტრი ოვიდიუ ჰაცეგანი საფინალო სასტვენის შემდეგ დედის გარდაცვალების გამო ატირდა.

ჰოლანდიის ნაკრების მცველი ვირჯილ ვან დეიკი შეხვედრის დასრულების შემდეგ მსაჯს თანაგრძნობის მიზნით ჩაეხუტა.

 „ჰაცეგანმა მითხრა, რომ ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალა, დასევდიანდა და ატირდა. მე ის დავამშვიდე და ვუთხარი, რომ კარგად იმსაჯა. ეს რა თქმა უნდა წვრილმანია, მაგრამ იმედი მაქვს რაღაცით მაინც დავეხმარე“, - განაცხადა ფეხბურთელმა.

გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის შეხევედრა, რომელიც ჰენზენკირჰენში გაიმართა, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე