ბათუმში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 12:10 | 20.11.2018
ნანახია: 686

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია მობილური ტელეფონები.

მაღაზიის თანამშრომლების თქმით,  მაღაზია სავარაუდოდ, არასრუწლოვნებმა გაქურდეს. ვიდეოთვალის ჩანაწერში ორი პირი ჩანს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცახდებენ, რომ სავარაუდო დამნაშავეთა ვინაობა დადგენილია. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე