ივანკა ტრამპს თეთრ სახლთან მიმოწერისთვის პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენებაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 11:53 | 20.11.2018
ნანახია: 628

ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილსა და მრჩეველს ივანკა ტრამპს თეთრ სახლთან დაკავშირებული სამუშაო საკითხების განხილვისთვის პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ საზოგადოებრივი  ორგანიზაცია American Oversight-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მისი მონაცემებით, ტრამპი პირადი ფოსტით უგზავნიდა ინფორმაციებს პრეზიდენტის კაბინეტის წევრებსა და თეთრი სახლის თანამშრომლებს.

მანამდე გაზეთი Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ივანკა ტრამპის მიერ საქმიანი მიმოწერებისთვის პირადი ფოსტის გამოყენების ფაქტი თეთრი სახლის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომლებიც შიდა გამოძიებას ატარებდნენ.

გაზეთი ამტკიცებს, რომ შესაძლოა, საუბარი იყოს გასულ წელს გაგზავნილი ასობით წერილის შესახებ. თავად ტრამპი აცხადებდა, რომ ელექტრონულ მიმოწერასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ არაფერი იცოდა. ტრამპის ადვოკატის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ქალიშვილი პირად ელექტრონულ ფოსტას მანამდე იყენებდა, ვიდრე მას წესების შესახებ არ აცნობეს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე