1 დაღუპული და 10 დაშავებული - სარკინიგზო ავარია კატალონიაში

საქართველო, თბილისი - 11:35 | 20.11.2018
ნანახია: 632

ესპანეთში, კატალონიაში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 10 ადამიანი, ამის შესახებ გამოცემა La Vanguardia იუწყება.

ხუთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მატარებელში 150 ადამიანი იმყოფებოდა.

ინციდენტი ქალაქებს ტერასსა და მანსერას შორის მოხდა. მატარებლების მოძრაობა ამ მარშრუტზე შეჩერებულია.

არსებული ინფორმაციით, სარკინიგზო ავარია მეწყერმა გამოიწვია.   




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე