4 დაღუპული და 2 დაჭრილი - სროლა საავადმყოფოში

საქართველო, თბილისი - 11:08 | 20.11.2018
ნანახია: 651

ოთხი ადამიანი დაიღუპა აშშ-ში ქალაქ ჩიკაგოს საავადმყოფოში მომხდარი სროლისას. მსხვერპლთა შორის თავად მსროლელიცაა. ასევე დაიღუპა პოლიციელი და რეანიმაციული განყოფილიების ექიმი.

ტელეარხ ABC7-ის ცნობით, ავტოსადგომზე მსროლელს კონფლიქტი მოუხდა თავის ყოფილ   საცოლესთან, რომელიც საავადმყოფოში მუშაობდა. მან ქალს ესროლა, შემდეგ საავადმყოფოს შენობაში შევიდა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება კიდევ 2 დაჭრილი ქალი.


 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე