ხელისუფლება აქტიურად მუშაობს პენსიებთან დაკავშირებულ სესხებზე - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 10:44 | 20.11.2018
ნანახია: 888

ხელისუფლება აქტიურად მუშაობს პენსიებთან დაკავშირებულ სესხებზე და ძალიან მოკლე ვადებში ახალი ინიციატივები აქაც გვექნება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ პენსიებთან დაკავშირებულ სესხებზე ისეთი რეგულაცია არსებობდეს, რომელიც პენსიონრების უფლებებს მაქსიმალურად დაიცავს და არ გამოიწვევს იმას, რაც დღეს ხშირად გვაქვს, როცა ფულადი სახსრების თვალსაზრისით, ჩვენი პენსიონერებისთვის თვიდან-თვემდე ჩამორჩენაა. ეს ჩვენს ძალიან ბევრ მოქალაქეს ეხება და ეს სერიოზული გამოწვევაა. აქაც სერიოზული სამუშაოს ჩატარება გვჭირდება, რომ ჩვენს მოქალაქეებს კონკრეტული პროდუქტი შევთავაზოთ, მაგრამ ამ საკითხზე ვმუშაობთ და ძალიან მოკლე ვადებში ახალი ინიციატივები აქაც გვექნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე