უმრავლესობა, ვინც დღეს შავ სიაშია, წინასწარ იყო განწირული იმისთვის, რომ ვალდებულებას ვერ შეასრულებდა და ბინას ან სხვა ტიპის ქონებას დაკარგავდა –ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 10:36 | 20.11.2018
ნანახია: 771

სესხის აღება და პროცედურები მაქსიმალურად უნდა იქნას გამარტივებული და მისი აღების უფლება თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ სესხის გაცემის პირობები არ უნდა იყოს ისეთი, რომ მივიღოთ ისეთი სესხების გაცემა, რომელიც წინასწარ განწირულია გაკოტრებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

„ეს ეკონომიკისთვის და თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მძიმე ტვირთი გახდება. ამ 700 000 ადამიანის უმრავლესობას, ვინც დღეს შავ სიაშია, ვალდებულება ისე ჰქონდა აღებული, რომ ისინი წინასწარ იყვნენ განწირული იმისთვის, ამ ვალდებულებას რომ ვერ შეასრულებდნენ. ან, თუ ვერ შეასრულებდნენ, მაშინ, ბინას, ან სხვა ტიპის ქონებას დაკარგავდნენ“, – განაცხადა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საპროცენტო განაკვეთში რისკს ძალიან მნიშვნელოვანი წილი აქვს და ხელისუფლების არგუმენტი სწორედ ისაა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამ რისკს ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის შეამცირებს, თავის საკრედიტო პორტფელში, რაც ავტომატურად გამოიწვევს სესხებზე პროცენტების დაწევას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე