ივანიშვილს ისე მოვატანინებ მილიარდნახევარ ლარს, როგორც დაგიბარებიათ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:23 | 20.11.2018
ნანახია: 859

ივანიშვილი გპირდებათ, რომ მილიარდნახევარ ლარს მოიტანს, თქვენ ხომ იცით, რომ გატყუებთ, აი, მე კიდევ გარანტიას გაძლევთ, რომ ივანიშვილი თქვენ მოგიტანთ მილიარდნახევარ ლარს. ისე მოვატანინებ, როგორც დაგიბარებიათ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“ - ეთერში განაცხადა.

„ივანიშვილი ხომ გპირდებათ, რომ მილიარდნახევარ ლარს მოვიტანო, თქვენ ხომ იცით, რომ გატყუებთ, აი, მე კიდევ გარანტიას გაძლევთ, რომ ივანიშვილი თქვენ მოგიტანთ მილიარდნახევარ ლარს. ისე მოვატანინებ, როგორც დაგიბარებიათ. რა, რა და ნამდვილად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, ჩვენი გამარჯვების, გია ვაშაძის გამარჯვების პირობებში, რომ ეს ფული შეიტყაპუნოს. ეს არის ის ფული, რომელიც მან მოგპარათ ბოლო სამ წელიწადში”, - განაცხადა სააკაშვილმა.

„გაძლევთ გარანტიას, რომ ივანიშვილი ნამდვილად მოიტანს მილიარდნახევარ ლარს, ოღონდ ისე კი არა, ეხლა რომ მოგიტანთ, ლურჯი მელა რომ გპირდებათ. მოგიტანთ და 15 დეკემბრამდეც მოგიტანთ, როგორც კი არჩევნები ჩატარდება, მე გაძლევთ გარანტიას, რომ მაქსიმუმ ორ კვირაში, ეს კაცი მოიტანს, მართლა ჩაგახუტებთ ამ ფულს... არასდროს მომიტყუებიხართ და მე ამას გავაკეთებ. გახსოვთ, როგორ მოვატანინე ჯოხთაბერიძეს, გახსოვთ, როგორ მოვატანინე აკაკი ჩხაიძეს, გახსოვთ, როგორ მოვატანინე გზების უფროსი რომ იყო იუზა თუ რა გვარი იყო…. გახსოვთ როგორ მოვატანინეთ ყოფილი კავშირგაბმულობის…“- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე