გენერალურმა ინსპექციამ ლაშა ნაცვლიშვილის შესახებ გასული სიუჟეტის შემდეგ მოკვლევა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 16:39 | 19.11.2018
ნანახია: 786

შსს-ის გენერალურმა ინსპექციამ,  ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შსს-ის გენერალურმა ინსპექციამ,  ერთ-ერთ მედია საშუალებაში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქის მიერ 2017 წლის ივლისში, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ეხება, სიუჟეტის გასვლისთანავე დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა. შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"რუსთავი 2"-ის ეთერში გასული სიუჟეტიდან ირკვევა რომ ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, დაარღვია მოძრაობის არაერთი წესი, თუმცა, საპატრულო პოლიციამ ის არ დააჯარიმა და სახლამდეც მიაცილა.  სიუჟეტის ეთერში გასვლილს შემდეგ, ლაშა ნაწვლიშვილმა „ფეისბუქში“ დაწერა, რომ საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი იჯდა და კანონი დაარღვია, რის გამოც ბოდიში მოუხადა ყველას, ვინც კადრები იხილა.

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე