დედა სიდონიას საჯარო ქმედებებთან არც ერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს - საპატრიარქო

საქართველო, თბილისი - 15:50 | 19.11.2018
ნანახია: 791

დედა სიდონია (ყაჭეიშვილი) არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არც ერთ ეკლესიას კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ა.წ. 16 ნოემბერს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა დაჯილდოებულთა შორის დაასახელა დედა სიდონიაც (ყაჭეიშვილი), რომელსაც ჩვენი საზოგადოება მედიის საშუალებით ასე თუ ისე იცნობს და შეცდომით საქართველოს ეკლესიის წევრად მიიჩნევს, რაც არასწორია, თუმცა აქამდე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არასდროს დაგვიფიქსირებია; ახლა კი, როდესაც იგი მონაზვნის სახედ წარმოგვიდგინეს, ვალდებულნი ვართ, ხალხს მცირე ინფორმაცია მაინც მივაწოდოთ“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო განმარტავს, რომ დედა სიდონია კარგა ხანია, საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და „დიდი სქემაც“ იქ მიიღო.

„დიდსქემოსნობა, ფაქტობრივად, განდეგილური ცხოვრების წესს ნიშნავს, რაც ამ პიროვნებისთვის, სამწუხაროდ, საერთოდ უცხო აღმოჩნდა. იგი არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არც ერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს“, – წერია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.



 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე