ეხება თუ არა, ვალის განულება, მოქალაქეები 3 დეკემბრიდან სპეციალურ ვებგვერდზე შეამოწმებენ - ივანე მაჭავარიანი

საქართველო, თბილისი - 13:58 | 19.11.2018
ნანახია: 740

3 დეკემბრისთვის ამოქმედდება ვებგვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს შეეძლება, გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები და ნახოს, შეეხება თუ არა ვალის განულება, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ფინსნსთა მინისტრის ვებგვერდის მისამართი არ დაუსახელებია. რაც შეეხება პროცედურას, მისი თქმით, მოქალაქეთა პირადი მონაცემები დაცული იქნება, მონაცემების შეყვანის შემდეგ ნახავს წითელ ან მწვანე ნიშნულს, რის შემდეგაც დასაზუსტებლად მიმართავს იმ საფინანსო ინსტიტუტს, ვისგანაც ჰქონდა სესხი აღებული.

მისივე თქმით, ტრანზაქცია 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე განხორციელდება.

600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე