საქართველოში უმუშევრობის დონე 0.1 პროცენტით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 19.11.2018
ნანახია: 1009

 

საქართველოში უმუშევრობის დონე მესამე კვარტალში, მეორესთან შედარებით 0.1 პროცენტით, 12.2 პროცენტამდე გაიზარდა, – ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, უმუშევრობის ზრდა სეზონურ ფაქტორს უკავშირდება, კერძოდ, მესამე კვარტალში ფიქსირდება კლება განათლების სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაში, ასევე დასაქმება უფრო დაბალია ძიძებში.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უმუშევრობა 14 პროცენტს შეადგენდა. შესაბამისად, მეორე-მესამე კვარტალში უმუშევრობას კლების ტენდენცია აქვს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე