600 ათასზე მეტ მოქალაქეს სესხები გაუნულდება - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 11:21 | 19.11.2018
ნანახია: 1065

600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ შავ სიაში დაფიქსირებული ვალების  თითქმის 95 პროცენტი შედგება სესხებიდან, რომელთა ძირი თანხა არ აღემატება 200 ლარს. საუბარია 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე, ბანკების, ონლაინორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდ ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს დავალიანება უნოლდება ჩვენს მოქალაქეებს, აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედიან სოციალურ დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეები. მიმდინარეობს  მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება”, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ მინისტრის თქმით, ვალების განულების პროცესი ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე