„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ამომრჩეველზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ კრიმინალურ ავტორიტეტებთან - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 13:06 | 09.11.2018
ნანახია: 709

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩეველზე ზეწოლის მოხდენის მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია უკვე დადასტურდა.

„უკვე დადასტურებულად ცნობილი გახდა, რომ პირდაპირ მოლაპარაკებებში შევიდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ამით ცდილობენ გარკვეული ზეწოლის და წნეხის მოხდენას ამომრჩეველზე იმისთვის, რომ მობილიზება მოახდინონ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, გაყალბებისა და ამომრჩეველზე ზეწოლის თავიდან ასარიდებლად გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას კონტრმექანიზმებს დაუპირისპირებს.

„ეს მათ არ უშველით, სრულად კონტრმექანიზმებზე ვმსჯელობთ და ამას ყოველთვის ვუპირისპირებთ ახლებურ მიდგომებს იმისთვის, რომ გამოვააშკარაოთ ყველა ასეთი საკითხი და პრევენცია მოვახდინოთ ამ ყველაფრის“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე