ავსტრიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ექს-პოლკოვნიკი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 09.11.2018
ნანახია: 876

ავსტრიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის შეიარაღებული ძალების ექს-პოლკოვნიკი დააკავეს.
ავსტრიის კანცლერის სებასტიან კურცის განცხადებით, რუსულ დაზვერვასთან სამხედროს თანამშრომლობა 2018 წლამდე გრძელდებოდა.

 „სამხედრო კონტრდაზვერვის უწყებამ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გახსნა შპიონაჟის შემთხვევა. ავსტრიის არმიის გადამდგარი ოფიცერი 1990-იანი წლებიდან დაკავებული იყო შპიონაჟით და მონაცემებს რუსეთს აწვდიდა. მის მიმართ დაყწებულია გამოძიება“, - წერს Twitter-ში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მიხაელ ბაუერი.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისლმა უწყებაში რუსეთის წარმომადგენელი დაიბარა და მოსკოვში ვიზიტი გააუქმა.

Kronen Zeitung-ის მონაცემებით პოლკოვნიკს უნდა შეეგროვებინა ინფორმაცია ავსტრიის შეიარაღებული ძალების, საარტილერიო სისტემების, მიგრაციული კრიზისის შესახებ, ასევე დეტალური ინფორმაცია მაღალი თნამდებობის სამხედროების შესახებ. ორი კვირაში ერთხელ ის უკავშირდებოდა რუსულ მხარეს.

სამხედრომ შესრულებული სამუშაოსთვის 300 ათასი ევრო მიიღო.

ოფიციალური მოსკოვი ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე