ეკა ბესელიას ვიცე-სპიკერად დანიშვნის საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა - გიორგი კახიანი

საქართველო, თბილისი - 12:27 | 09.11.2018
ნანახია: 731

მსგავს საკითხზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, ამიტომ ვერ გეტყვით, რას ეფუძნება ეს ინფორმაცია. ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ეკა ბესელიას პარლამენტის სპიკერატში შესაძლო გადანაცვლების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით პარლამენტის იურიდიული კომიტეტი წარმატებით მუშაობს.

„ეკა ბესელიასთან დაკავშირებით გუნდში არავითარი კრიტიკა არ ყოფილა. პირიქით, იურიდიული კომიტეტი ძალიან წარმატებულად საქმიანობს და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის ავტორია”, – განაცხადა კახიანმა.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ეკა ბესელიამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტი დაიკავოს, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტი ნამდვილად ვაკანტურია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე