რუსთაველის გამზირზე საზოგადოების წარმომადგენლები 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებენ

საქართველო, თბილისი - 15:00 | 07.11.2018
ნანახია: 738

რუსთაველის თეატრში შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებენ, რუსთაველის თეატრიდან ქუჩაში გადაინაცვლეს.

რუსთაველის თეატრში შეკრებილებს სიტყვით მიმართა მწერალმა დავით მაღრაძემ და მოუწოდა მათ, რომ რუსთაველის თეატრის წინ ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა და კარგი იქნებოდა, თუ მათ შეუერთდებიან.

„შეიქმნა ასეთი ვითარება, რომ ბევრი ხალხი მოვიდა და ის ხალხიც, რომლებიც გარეთ დარჩნენ, ჩემთვის ძალიან პატივსაცემები არიან. არ იტევს რუსთაველის თეატრის დარბაზი დღეს მოსულ ხალხს, თუ თქვენი ნებაც იქნება, გავიდეთ გარეთ და შევუერთდეთ იმ ხალხს, გავაგრძელოთ ჩვენი დღევანდელი დღე გარეთ რუსთაველის თეატრთან არსებულ ფიცარნაგზე”, – აღნიშნა დავით მაღრაძემ.

რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე