ჩვენი მიზანი გახლავთ მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:34 | 07.11.2018
ნანახია: 124

ყველა რესურსი მობილიზებულია და ამის შედეგებს თითოეული თქვენგანი იხილავთ, რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის უშუალო მონაწილოებას საჯარო შეხვედრებში - ესეც არის დაგეგმილი და ეს იქნება უზრუნველყოფილი,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მზადების შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიზანია დამაჯერებელი გამარჯვება და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი კეთდება. 

„ჩვენ გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში შეხვედრები. იგეგმება მზადება მეორე ტურისთვის და ყველანი ერთად ვნახავთ, ის, თუ რამდენად წარმატებული იქნება ეს სამზადისი. ჩვენი მიზანი გახლავთ მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად. ყველა რესურსი არის მობილიზებული და, რა თქმა უნდა, ამის შედეგებს იხილავთ თითოეული თქვენგანი. რაც შეეხება ქალბატონი სალომეს უშუალო მონაწილოებას საჯარო შეხვედრებში, ესეც არის დაგეგმილი და, რა თქმა უნდა, ეს იქნება უზრუნველყოფილი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე