7 ნოემბერსა და მაისში რუსთაველის გამზირი სამი თვე გადაკეტილი იყო, აყროლებული, სანაგვედ ქცეული - რომან გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 14:05 | 07.11.2018
ნანახია: 83

7 ნოემბერსა და მაისში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი, აყროლებული და სანაგვედ ქცეული იყო, სადაც ლოთები, ნარკომანები და პოლიტიკოსები ქვეყნის მთავარ ქუჩას სამი თვის განმავლობაში პარალიზებას უკეთებდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძემ სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მიერ გამართულ აქცია ახსენა და აღნიშნა, რომ ყველა მცდელობა იმის, რომ რუსთაველის გამზირზე ორი კვადრატული მეტრის ზომის კარავი დადგან, პოლიციის მისვლითა და დარბევით სრულდება.

„7 ნოემბერს ვიღაც დაარბიეს, ეს გავიგე. დღეს, რუსთაველის გამზირზე ჩამოვიარე, უაზრმაზარი ტელეეკრანი გამოფინეს და ალბათ, ბავშვებს დაუძახებენ, როგორც ზუგდიდში გამგებელმა შეკრიბა და ფირები აჩვენა. ალბათ, ბავშვებს სკოლებიდან მოიყვანთ და აჩვენებთ. 7 ნოემბერსა და მაისში რუსთაველის გამზირი სამი თვე გადაკეტილი იყო. იყო აყროლებული, სანაგვედ ქცეული, სადაც 150 საკანი იდგა. ლოთებიდან, ნარკომანებიდან და პოლიტიკოსებიდან დაწყებული ქვეყნის მთავარ ქუჩას სამი თვის განმავლობაში პარალიზებას უკეთებდნენ. ტელევიზიასთან საკანი იდგა, სადაც ყოველი მეორე ნარკოტიკული თრობის ქვეშ საშინელებებს გაჰკიოდა. თქვენ რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი მამების, მაჩალიკაშვილისა და სარალიძის კარავი არათუ სამი საათი ვერ აიტანეთ, არამედ ცელოფნის პარკით გადახურული კარდონიც კი“, – აღნიშნა გოცირიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე