ფრანგი მეცნიერი: მონა ლიზას პორტრეტის ქვეშ კიდევ ერთი გამოსახულებაა

საქართველო, თბილისი - 12:18 | 08.12.2015
ნანახია: 1888

ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას პორტრეტის ქვეშ კიდევ ერთი გამოსახულებაა. ასეთი დასკვნა ფრანგმა მეცნიერ-მკვლევარმა პასკალ კოტმა გააკეთა. მან ცნობილი ტილოს შესწავლას 10 წელი მოანდომა.

ლუვრში, სადაც და ვინჩის ნახატი ინახება, მეცნიერის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ტექნოლოგიის მიხედვით, რომელიც კოტმა კვლევისას გამოიყენა, გამოსახულებაზე მიმართული სინათლის სხივების ანარეკლი კამერაზე აღიბეჭდება. კოტის მტკიცებით, ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა დადგინდეს არის თუ არა საღებავების ფენებს შორის სხვა გამოსახულება.

მეცნიერის აზრით, მონა ლიზას პორტრეტის ქვეშ ნამდვილი ლიზას გამოსახულებაა. ყველასთვის ცნობილი პორტრეტი კი სხვა ქალს ეკუთვნის.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე