თბილისის მერი: დედაქალაქში სოციალური მომსახურების 4 ახალი პროგრამა მუშაობს

საქართველო, თბილისი - 12:14 | 08.12.2015
ნანახია: 1521

თბილისში სოციალური მომსახურების  4 ახალი პროგრამა  მუშაობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განვლილი ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

მისი თქმით, ხორციელდება სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500 ლარიანი დახმარების პროგრამა. დაფინანსებული შემთხვევების რაოდენობა-421. გადარიცხული თანხა 210 500 ლარი.

„სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შშმ პირების დახმარების პროგრამის ფარგლებში დახმარება ირიცხება ორ ეტაპად  მაისში და დეკემბერში 400-400 ლარის ოდენობით. მიმდინარე ეტაპზე დახმარება გაეწია 849 პირს. გადარიცხული თანხა 339 600 ლარს შეადგენს“, - განაცხადა ნარმანიამ.

მერმა ყურადღება გაამახვილა სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების პროგრამაზე. პროგრამის ფარგლებში დახმარება ირიცხება სამ ეტაპად მაისში აგვისტოსა და დეკემბერში 300 ლარის ოდენობით თვეში. აგვისტოს თვის ჩათვლით დახმარება გაეწია 811 პირს. გადარიცხული თანხა 471 000 ლარია.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი  400 000 ლარია“, - განაცხადა ნარმანიამ.  


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე