წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა

საქართველო, თბილისი - 13:51 | 06.11.2018
ნანახია: 1189

ჟურნალმა People-მა ბრიტანელი მსახიობი და სერიალ „ლუთერის“ ვარსკვლავი იდრის ელბა 2018 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარა.

 „ამას ვერ ვიფიქრებდი, კარგით რა, შეუძლებელია. ნუთუ ეს მართალია?“ - გაუზიარა თავისი ემოციები მსახიობმა გამოცემას ჟურნალის გარეკანზე თავისი ფოტოსურათის დანახვის შემდეგ.

46 წლის ელბას თქმით, ტიტული მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა  და მისი თვითშეფასება ამაღლდა.

 „სარკეში ჩემ თავს შევხედე და გავიფიქრე: მართლაც, შენ დღეს საკმაოდ სექსუალურად გამოიყურები“, - აღიარა მსახიობმა.

ჟურნალის ვერსიით, გასული წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად ამერიკელი ქანთრი- მომღერალი ბლეიქ შელტონი დასახელდა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე