სწორი მიდგომაა, საკითხები სამართლიანად გადაწყდეს და არა ის, ვინმე საჩვენებლად დაისაჯოს - ეკა ბესელია ფარცხალაძისთვს ბრალის წარდგენაზე

საქართველო, თბილისი - 13:23 | 06.11.2018
ნანახია: 84

ყველაზე სწორი მიდგომაა საკითხები კანონით და სამართლიანად გადაწყდეს და არა ის, ვინმე სამაგალითოდ და საჩვენებლად დაისაჯოს. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი მტკიცებით, ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა საარჩევნო კალენდარს არ უკავშირდება.

ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ საქმის დეტალების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

„პროკურატურა ინფორმაციას გაასაჯაროვებს და ვნახავთ, საუბარი რა ბრალდებაზეა. რეაგირების ფაქტი მნიშვნელოვანია. საარჩევნო კალენდართან დაკავშირება მუდმივად ხდება, მაგრამ საარჩევნო კალენდრის მიუხედავად, გამოძიებას ვალდებულება აქვს, რეაგირება მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოახდინოს. ყველაზე სწორი მიდგომაა საკითხები კანონით და სამართლიანად გადაწყდეს და არა ის, ვინმე სამაგალითოდ და საჩვენებლად დაისაჯოს. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ვინმეს ხელი დაეფაროს და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით რაიმე გადაიფაროს. ყველაფრის გადაწყვეტა კანონის სტანდარტით უნდა მოხდეს“, – აღნიშნავს ბესელია.

ადვოკატების განცხადებით, ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა. გირაოს ოდენობა 5 ათას ლარს შეადგენს.

ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურამ ბრალი 126-ე მუხლით, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარუდგინა., ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე