თავდაცვის მინისტრი აშშ-ი იმყოფება
საქართველო, თბილისი - 12:03 | 08.12.2015 ნანახია: 1748საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის პირველი დღე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეთმო. თინათინ ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS). საჯარო გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიული განვითარების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტერიალი იყო ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური საქართველოსთან მიმართებაში. აუდიტორიას კი კითხვები, ძირითადად, ნატოში ინტეგრაციის, რუსეთთან ურთიერთობების, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებისა და ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარების შესახებ ჰქონდა.
„ამგვარი საჯარო დისკუსიების მთავარი ამოცანაა, გამოვცადოთ ჩვენი არგუმენტები, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული როგორც მიღწევების, ასევე პრობლემებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც ქვეყნის წინაშეა. შეგვიძლია ვიამაყოთ რეფორმებით, რომელსაც საქართველო ატარებს და გვინდა, რაც შეიძლება ბევრმა პარტნიორმა იცოდეს ამის შესახებ, რათა ხვალ და ზეგ მათ ეს დისკუსიებში საქართველოს ლობირებისთვის გამოიყენონ. ჩვენი ამოცანაა, ვუპასუხოთ ყველა კითხვას, რაც შეიძლება არსებობდეს აუდიტორიაში, რათა ჩვენს მეგობრებს ჰქონდეთ დამატებითი არგუმენტები და ზუსტად იცოდნენ ფაქტები, რომლებსაც დაეყრდნობიან ნებისმიერი განსხვავებული მოსაზრებისა და მოწინააღმდეგესთან დებატების დროს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ევროპის პროგრამის დირექტორის ჰეზერ კონლის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო: „მოხარულები ვართ, რომ თავდაცვის მინისტრს ვუმასპინძლეთ. ერთი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ საქართველოს შიდა რეფორმებზე, რუსეთის გავლენაზე საქართველოში, რეგიონული უსაფრთხოების დინამიკასა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე ალიანსთან ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე. მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა თუ რა ხდება რეგიონში, რა ურთიერთობები აქვს საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებთან - თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ძალიან საინტერესო პერსპექტივიდან დაანახა ვაშინგტონში შეკრებილ აუდიტორიას თუ რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა და რუსეთის გავლენა საქართველოზე. საინტერესო დისკუსია შედგა და მონაწილეები ძალიან კმაყოფილები არიან მინისტრის გამოსვლით.“
ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის მინისტრი ევრაზიის ებრაელთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის წარმომადგენლებს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს კენეტ ვოლაკს, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის ხელმძღვანელს სტეფენ ჰედლის და ინსტიტუტის პრეზიდენტს ნენსი ლინდბორგს შეხვდა. შეხვედრების ძირითადი თემები იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე არსებული პროგრესი, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგები და საქართველოს გზა მინისტერიალიდან ვარშავის სამიტამდე.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა