პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ პირებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჰყავს გადმობარგებული - ანა დოლიძე

საქართველო, თბილისი - 11:32 | 06.11.2018
ნანახია: 786

დანაშაულების გამოძიება უნდა გაგრძელდეს და ვინც პოლიტიკაზე იყო პასუხისმგებელი, იმან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

ანა დოლიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად სამართლიანია საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნა, რომელიც წინა ხელისუფლების აქტივისტების, საჯარო მოხელეების, თუ სხვა პირების ლუსტრაციას ითხოვს, სად გადის ზღვარი რეპრესიებსა და სამართლის აღსრულებას შორის და რაში ხედავს ის გამოსავალს.

„პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ვინ არის – მინისტრი, მინისტრის მოადგილე, პარლამენტის წევრი. თუ ვამბობთ, რომ პოლიტიკა შეიცვალა, მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ უამრავმა პირმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჰყავს გადმობარგებული. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და „ქართულმა ოცნებამ“ საქმეს უნდა მიხედოს“, – განაცხადა დოლიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე