მეუბნებიან, რომ არსებობს ბრალდებულის გადაღებული ვიდეო, ალბათ, საშინელება, მირჩევენ არ ვნახო - გორში მოკლული 8 წლის გოგონას პაპა

საქართველო, თბილისი - 16:03 | 05.11.2018
ნანახია: 1143

რაღაც ვიდეო არსებობს, რომელშიც ჩანს. ალბათ, საშინელება... არ ვიცი,  უნდა ვნახო. როგორც მეუბნებიან ბრალდებულის გადაღებულიაო, როგორც გამოძიება მეუბნება. მირჩევენ არა ნახოო. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს გორში სასტიკად მოკლული 8 წლის გოგონას პაპამ ხვიჩა ბერიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, არსებობს ვიდეო, რომელიც ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ ბავშვს გატაცების შემდეგ გადაუღო.

მოკლული ბავშვის პაპა ამბობს, რომ ინფორმაცია მას გამომძიებლებმა მიაწოდეს და ურჩიეს, რომ ეს ვიდეო არ ენახა. თუმცა მისივე თქმით, ის გეგმავს ვიდეომასალა ნახოს, რადგან აქვს კითხვები, რომელთა ნაწილსაც პასუხი შესაძლოა ამ კადრებმა გასცეს. 

„რაღაც ვიდეო არსებობს, რომელშიც ჩანს. ალბათ, საშინელება... არ ვიცი,  უნდა ვნახო. როგორც მეუბნებიან ბრალდებულის გადაღებულიაო, როგორც გამოძიება მეუბნება. მირჩევენ არა ნახოო, მაგრამ უნდა ვნახო, რომ დავრწმუნდე და თუ ეგრე არ იქნება გორელების იმედი მაქვს. მე მთელ საქართველოს ვეუბნები და გორიდან ვიწყებ. რომ მარტო არ დავრჩე და ნანიკოს მივხედოთ,“-ამბობს ხვიჩა ბერიაშვილი.

მოკლული გოგონა გორში 25 ოქტომბერს იპოვეს, მას სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. გოგონას მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძეა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე