სამწუხაროდ, მათი შრომა და თავგანწირვა, ვინც 2012 წელს "ქართულ ოცნებას" გვერდით დაუდგა, შესაბამისად არ დაფასდა - კალაძე

საქართველო, თბილისი - 15:24 | 05.11.2018
ნანახია: 4287

„ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე სათანადოდ ვერ დააფასა ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს პოლიტიკურ ძალას გვერდით ედგნენ. ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შეფასებისას გააკეთა.

„2012 წელს, როდესაც განსხვავებული აზრის გამო, ადამიანებს იჭერდნენ, სამსახურებიდან ყრიდნენ, ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი ადამიანი დაუდგა გვერდით. სამწუხაროდ, მათი შრომა და თავგანწირვა შესაბამისად არ დაფასდა. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით მომხდარიყო, რომლის გაკეთებაც ვერ მოხერხდა. ესეც ჩვენი დანაშაულია. ბევრი შეცდომაა დაშვებული, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია“, – განაცხადა კალაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე