ბიძინამ, აქამდე კი გატყუებდით, მაგრამ ახლა ძალიან მჭირდება რომ დამიჯეროთო - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:57 | 05.11.2018
ნანახია: 1078

ივანიშვილს დღეს ისეთი სახე ჰქონდა, ქურდს ფაქტზე რომ წაასწრებენ და იხვეწება, ამ ერთხელ მაპატიეთო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს ხრიკები დაუძველდა.

"ბიძინამ, აქამდე კი გატყუებდითო, მაგრამ ახლა ძალიან მჭირდება რომ დამიჯეროთო...
ივანიშვილს დღეს ისეთი სახე ქონდა, ქურდს ფაქტზე რომ წაასწრებენ და იხვეწება ამ ერთხელ მაპატიეთო... თან კარგად მოვიქცევიო,თან კრიმინალური "ავტორიტეტები" მთელს ქვეყანაში ხალხს დაატერორებენ და ამაზე თვალი დახუჭეთო...
ხრიკები დაგიძველდა, ბორის!", - აღნიშნავს სააკაშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე