მეცნიერებმა თამბქოს მოხმარებაზე თავის დანებების საუკეთესო ასაკი დაასახელეს

საქართველო, თბილისი - 14:46 | 05.11.2018
ნანახია: 1349

ექიმების რჩევით, თამბაქოს მოხმარებისგან თავის დაღწევის საუკეთესო ასაკი 40-45 წელია, რადგან გულ-სისხლძარღვთა სისტემა მოწევაზე უარის თქმიდან მხოლოდ 15 წლის შემდეგ მოწესრიგდება. ამის შესახებ ამერიკელმა მეცნიერებმა დალასში გულის ასოციაციის შეხვედრაზე განაცხადეს.
„ჩვენი დასკვნებით, თამბაქოს მოხმარებაზე თავის დანებებიდან ხუთი წლის შემდეგ თქვენი ჯანმრთელობა შესამჩნევად გაუმჯობესდება. ინფარქტის, ინსულტისა და გულის სხვა პრობლემების რისკი 38 პროცენტით შემცირდება. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ეს შანსები ნორმაზე ზევით სულ მცირე 16 წლის განმავლობაში რჩება. ამიტომ მოწევას თავი ახლავე უნდა დაანებოთ“, - განაცხადა ნეშვილის უნივერსიტეტის მეცნიერმა მერედიტ დანკანმა.

თამბაქოს მოხმარება და მასთან დაკავშირებული დაავადებები მსოფლიოში ნაადრევი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

CDC-ის სტატისტიკით, ყოველ წელს მსოფლიოში 6 მლნ თამბაქოს მომხმარებელი და პასიური მწეველი კვდება. სამი მწეველიდან ორი კი თამბაქოს გადაჭარბებული მოხმარების შედეგად იღუპება.  






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე