გრიგოლ ვაშაძეს შეწყალებასა და ამნისტიას შორის განსხვავება ვინმემ უნდა აუხსნას - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 14:23 | 05.11.2018
ნანახია: 769

გრიგოლ ვაშაძეს შეწყალებასა და ამნისტიას შორის განსხვავება ვინმემ უნდა აუხსნას. ორი სხვადასხვა სამართლებრივი აქტია, ერთს პარლამენტი იღებს, მეორეს – პრეზიდენტი. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა და აღნიშნა რომ ძალიან უხერხულია, როდესაც გრიგოლ ვაშაძე შეწყალებისა და ამნისტიის საკითხში კონსტიტუციის უცოდინრობას ავლენს.

ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია შეწყალების თაობაზე საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„გრიგოლ ვაშაძეს შეწყალებასა და ამნისტიას შორის განსხვავება ვინმემ უნდა აუხსნას. ორი სხვადასხვა სამართლებრივი აქტია, ერთს პარლამენტი იღებს, მეორეს – პრეზიდენტი. ერთი კოლექტიური აქტია, მეორე ინდივიდვალურია პირის მიმართ. ვისაც ქვეყნის პრეზიდენტობა სურს, იმ ადამიანმა განსხვავება უნდა იცოდეს. ძალიან უხერხულია, როცა ამ საკითხში კონსტიტუციის არცოდნას ავლენს. იმედი მაქვს, ვიღაც წააშველებს და განმარტებას მისცემს. იმ ადამიანების კოლექტიური გათავისუფლება, ვისაც ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში ედებათ მსჯავრი, ერთ-ერთი წინაპირობაა იმ ქაოსისა და დესტაბილიზაციის, რისი საფრთხეც არსებობს, რადგან ეს ძალიან სახიფათო გზავნილია იმ ადამიანების მიმართ, ვინც ძალადობის მსხვერპლია“, – დასძინა ბესელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე