ვაპირებთ შევიწყალოთ დედები, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და არ აქვთ მძიმე დანაშაული ჩადენილი - გრიგოლ ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 13:50 | 05.11.2018
ნანახია: 662

გაერთიანებული ოპოზიცია, როგორც კი მას მიეცემა ხელისუფლება, აპირებს შეიწყალოს დედები, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და არ აქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, - ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ასევე შეიწყალებენ ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე არიან დაკავებულები, ან მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის.

"გაერთიანებული ოპოზიცია, როგორც კი მას მიეცემა ხელისუფლება, აპირებს შეიწყალოს დედები, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და არ აქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, ადამიანები, ვისაც სამეურნეო დანაშაული აქვთ ჩადენილი, ადამიანები, ვისაც რაღაც ზღვრამდე აქვთ ეკონომიკური დანაშაულები, ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ციხეში არიან, მათ შორის, ძალიან ნიჭიერი ხელოვანი ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე არიან დაკავებულები, ან მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის",- განაცხადა ვაშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე