ახალქალაქში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაკავებული ხუთი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

საქართველო, თბილისი - 10:06 | 05.11.2018
ნანახია: 666

ახალქალაქში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაკავებული ხუთი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე ახალქალაქის სასამართლო დღეს იმსჯელებს.

საგამოძიებო უწყებამ ხუთივე პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარუდგინა.

ძალადობაში ბრალდებულებს შორის ერთ-ერთი დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილია. ის ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

რაც შეეხება ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებულებს, ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინციდენტში მონაწილე კიდევ ორ პირს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე