დავით ნარმანია: 2016 წლიდან ქალაქში 200-მდე ახალი, მათ შორის ადაპტირებული ავტობუსები იმოძრავებს

საქართველო, თბილისი - 11:45 | 08.12.2015
ნანახია: 1503

თბილისის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად უკვე წლებია საზოგადოებრივი ტრანსპორტი რჩება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წლის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და 2016 წლიდან თბილისის ავტო-პარკს 200-მდე ახალი ავტობუსი შეემატება“,- განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიამ შშმ პირებისათვის გარემოს ადაპტირების შესახებ 3-წლიანი სტრატეგია მოამზადა. სტრატეგიის შესაბამისად, უკვე მიმდინარეობს შშმ პირებისთვის ბარიერების სრულად მოხსნა.

„ამასთან, ჩანაცვლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი და 2016 წლიდან ქალაქში იმოძრავებს ახალი ადაპტირებული ავტობუსები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე