საქალაქო სასამართლოში "ბახალას" სასამართლო პროცესი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:12 | 01.11.2018
ნანახია: 743

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას სასამართლო პროცესი გაიმართება. 

დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ გიორგანაშვილს სახელმწიფო ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვასა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანას ედევება.

მიმდინარე წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგანაშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი 45 აბის და 4 აბის ნატეხის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. მოგვიანებით კი, "ბახალას" ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის დაუმძიმდა.
გიორგი გიორგანაშვი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

სწორედ ამ საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე