ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:29 | 01.11.2018
ნანახია: 1121

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოავარია მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გარეგანათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 1 ადამიანი.

ექიმების განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ კლინიკაში მიყვანილი პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება, დაშავებულს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე