თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტომობილი დაიწვა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 31.10.2018
ნანახია: 738

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტომობილი დაიწვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ნაგვის ურნას გაუჩნდა, რის შემდეგაც იქვე მდგარ ავტომობილზე გადავიდა.

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე