სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასამართლომ დათა ახალაია დამნაშავედ ცნო

საქართველო, თბილისი - 13:24 | 29.10.2018
ნანახია: 744

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის ასევე, დამნაშავედ ცნეს ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდზე და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ დღეს გამოაცხადა. 

დათა ახალაია სასმართლომ დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების გადამეტებაში, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და ადამიანის ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენების გამო. ახალაიას სანდრო გირგვლიანის, ლევან ბუხაიძის, კახა დაბრუნდაშვილის და ვამეხ აბულაშვილის ეპიზოდზე საბოლოოდ განესაზღვრა შვიდი წლით და ექვსი თვის ვადით პატიმრობა და ერთი წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება.

სასამართლო სხდომას დავით ახალაიას ადვოკატი, ნინო ბერიშვილი არ დასწრებია. ის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს არ გაცნობია. შესაბამისად, მისთვის უცნობია, თუ რას დაეყრდნო მოსამართლე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას.

ადვოკატისთვის უცნობია ის ფაქტიც, ახალაია აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ არა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე