ოკუპანტებმა არასრუწლოვანი გაათავისუფლეს, ცხინვალის იზოლატორში რჩება კიდევ ერთი გატაცებული

საქართველო, თბილისი - 09:39 | 25.09.2015
ნანახია: 2096

დვანიდან გატაცებული 13 წლის ტატო მამაგულიშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით გაათავისუფლეს.  

კვლავ ცხინვალის იზოლატორში რჩება რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული დიტო მამაგულიშვილი. ის ბიძაშვილთან, 13 წლის ტატო მამაგულიშვილთან ერთად სოფელ დვანიდან გუშინ საღამოს გაიტაცეს. 

ტატო და დიტო მამაგულაშვილები სათევზაოდ იმყოფებოდნენ. ისინი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე