პრეზიდენტმა ნოდარ ნათაძე, მზექალა შანიძე და გიორგი ხოშტარია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 19:42 | 07.12.2015
ნანახია: 4036

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის სამი დეპუტატი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ქვეყნის საზოგადეობივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, პარლამენტარიზმის ისტორიაში შეტანილი ღვაწლისთვის პრეზიდენტმა ღირსების ორდენი ნოდარ ნათაძეს , მზექალა შანიძეს და გიორგი ხოშტარიას გადასცა.

”25 წლის წინ ვაღიარეთ რომ შეიძლება განსხვავებული აზრი  გვქონდეს და განსხვავებულიაზრის არსებობის უფლება ოპონენტსაც ჰქონდეს. საქართველოს უნდა მიოვცეთ არა მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი აზრი, არამედ აზრთა ჭიდილი. საქართველოში მომავალში ისევ არ იქნება შავ-თეთრად ქვეყნის მშენებლობა. დემოკრატიული არჩევნები არის ახალი ველი და სივრცე, რომელიც ქვეყანას წინ ნაბიჯს გადაადგმევინებს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე