ტრაგიკული სურათი ხელისუფლების, რომელსაც აღარ ესმის ხალხის პრობლემები - დავით ბაქრაძე

საქართველო, თბილისი - 13:35 | 24.10.2018
ნანახია: 1738

"ტრაგიკული სურათი ხელისუფლების, რომელსაც აღარ ესმის ხალხის პრობლემები", - ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს აფასებს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ივანიშვილის გამოსვლა საუკეთესო პასუხია კითხვაზე, თუ რატომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და რატომ არ უნდა მივცეთ ხმა ქართულ ოცნებას, ქართული ოცნების კანდიდატს. ჩვენ მოვისმინეთ ქართული ოცნების ხედვა, რომ თურმე ქვეყანაში აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს და ადამიანები ვერ ხვდებიან ამას იმიტომ, რომ ჟურნალისტები აწვდიან ინფორმაციას სხვანაირად. ჩვენ რომ ერთი დღე ტელევიზორი სახლში გამოვრთოთ, თურმე დოლარი გახდება 2 ლარზე ნაკლები, გავიგონებთ აგუგუნებული ქარხნების ხმას, სახლში დავინახავთ გავსებულ მაცივარს. ეს ყველაფერი იქნებოდა სასაცილო, რომ არ იყოს ტრაგიკული, რადგან ეს ეხება ასეულობით ათასი ოჯახის ბედს, რომელიც ივანიშვილისგან სამუშაო ადგილებს, გაიაფებულ კომუნალურ გადასახადებს ელოდებოდა. 6 წლის თავზე მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც საერთოდ ვეღარ ხედავს ადამიანების გაჭირვებას.

ჯადოსნური 4 წლის შემდეგ, კიდევ უნდა ველოდოთ ჯადოსნურ 1 წელს ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იმ 4 წელიწადში ხალხს პირდებოდნენ უკეთესობას, ხოლო ამ ერთ წელიწადში ამოცანა იქნება ოპონენტების გაჩუმება - აცხადებს დავით ბაქრაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე